საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

23.10.2015
ბეჭდვა

მიმდინარე წლის  23 ოქტომბერს სწავლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგი გახსნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, რომელმაც ისაუბრა არჩევნებში ჩართულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებზე. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიესალმა ცესკოს წევრი გიორგი ჭიქაბერიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 17 წარმომადგენლმა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია).

განხორციელებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  ინფორმირებულობის უზრუნველყოფასა და სადამკვირვებლო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას.

ტრენინგის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები „კენჭისყრის დღის პროცედურები“.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia