საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, 2015 წლის 16 ოქტომბერს ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და ასევე იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.
დამატებითი ტრენინგების პერიოდი მოიცავს 2015 წლის 22-23 ოქტომბერს, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული ტრენერები.
ტრენინგების გრაფიკი - იხილეთ ბმული