საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საპილოტე პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა-2015“-ის შემაჯამებელი შეხვედრა

15.10.2015
ბეჭდვა

2015 წლის 15 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა-2015“ შეაჯამეს.

შეხვედრა, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნიშიჩმა გახსნა. შეხვედრაში 30 ტრენერი მონაწილეობდა, რომლებმაც „საარჩევნო განვითარების სკოლისთვის“ სპეციალური გადამზადება გაიარეს და იმავდროულად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არიან.

„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - ის ფარგლებში, ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, ერთის მაგივრად სამი კურსი განხორციელდა; სულ სწავლებაში საარჩევნო თემებზე განათლება 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. სწავლება 10 საარჩევნო ოლქში განხორციელდა (თელავი, გურჯაანი, ახალციხე, მარნეული გორი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).

საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც საარჩევნო განვითარების სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია კურსის ტრენერებისგან მიიღეს.

საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტი ცესკომ და სწავლების ცენტრმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.

ცესკო და სწავლების ცენტრი მომავალში საარჩევნო განვითარების სკოლების საქართველოს მასშტაბით გაფართოებას გეგმავს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. 

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia