საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

30.09.2015
ბეჭდვა

2015 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღიშნულ დოკუმენტს უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და მინისტრმა თამარ სანიკიძემ საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საარჩევნო კულტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნო შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

სწავლების ცენტრი სასწავლო კურსს პილოტის ფორმატში პირველ ეტაპზე განახორციელებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და მაღალმთიან რეგიონებში განლაგებულ საჯარო სკოლებში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მოქალაქეებად მათი ჩართულობის ხელშეწყობას. 

ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ და მას ესწრებოდნენ სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

გალერეა

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia