2015 წლის 24 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ღია მმართველობა საქართველოს (OGP) 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების შუალედური ანგარიშის განხილვა გაიმართა.
ამ შეხვედრაზე სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა წარადგინა შუალედური ანგარიში საარჩევნო პროცესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ საქმინაობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ცესკოსა და სწავლების ცენტრს აღებული აქვს ღია მმართველობა საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში.
OGP-ის ფორუმში 16 პასუხისმგებელი უწყებაა გაერთიანებული, რომელთა მიერ ნაკისრი სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება უკავშირდება მსოფლიო მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობას.