საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების შესახებ

02.09.2015
ბეჭდვა

2015 წლის 26 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით. 

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის წესი:

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2015 წლის 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/

ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის მიზნით, ელექტრონულ განაცხადში ივსება შემდეგი ველები:

  • გვარი, სახელი
  • პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით)
  • დაბადების თარიღი
  • მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; იძულებით გადაადგილებული პირის  შემთხვევაში – ფაქტობრივი მისამართის მიხედვით)
  • სქესი
  • საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა (არასავალდებულო ველი)

გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე  შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2015 წლის 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ - კვირის ჩათვლით). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:

გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

  • საქართველოს კონსტიტუციიდან  - 6 კითხვას
  • საქართველოს ორგანული კანონიდან  ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” - 17 კითხვას
  • ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას
  • ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას

ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა  უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები საჯაროა და გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge)

გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).

სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა

სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 2015 წლის 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.

საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, 2015 წლის 23 სექტემბერს შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

261 21 11; 599 95 83 83 - საკონტაქტო პირი ზურაბ ლუაშვილი (სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი)

ვიდეო გალერეა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2015
  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223
24
2526
2728293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia