2015 წლის 4 აგვისტოს დასრულდა 21 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება.
შემოტანილ იქნა 19 საგრანტო პროექტი, აქედან:
პირველი მიმართულების თემატიკაზე - ამომრჩეველთა ინფორმირება 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის - 8 საგრანტო პროექტი:
მეორე მიმართულების თემატიკაზე - მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობა 2015 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების პროცესში -11 საგრანტო პროექტი:
კონკურსის ფარგლებში შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფდა საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებულ პირთათვის ცხელი ხაზის მეშვეობით.
არასამთავრობო ორგანიზაციების საკონკურსო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის საკითხის შემოწმების წესს "გრანტის გაცემის წესი" არეგულირებს. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა დადგენილ ვადებში გამოასწორონ არასრულყოფილად წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ ურთიერთობის კოორდინაციას ახორციელებს საგრანტო საკონკურსო კომისიის სამდივნო, მათ ელექტრონულ მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და სატელეფონო შეტყობინების ფორმით. აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციებთან სწავლების ცენტრისა და ცესკოს პროაქტიულ თანამშრომლობას.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.
ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83