საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი საარჩევნო განვითარების სკოლებისთვის

02.07.2015
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“-ისთვის ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო. 30 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, გუდაურში, 36 ტრენერი საჭირო გადამზადებას გაივლის და შემდგომ „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“-ის სასწავლო კურსს ჩაატარებს.

სწავლების დაწყებამდე, მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის (IFES) ხელმძღვანელი ნერმინ ნიშიჩი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი მიესალმნენ. 

საარჩევნო განვითარების სკოლებში, რომლებიც 10 ქალაქში გაიხსნება 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებს შეისწავლიან (კურსი 13-დან 24 ივლისის ჩათვლით გაიმართება);  სასწავლო კურსის მეშვეობით, გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობა, მოხდება არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

ტრენერები, რომლებიც გადამზადებას გადიან, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები არიან. სასწავლო კურსს კი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადენლები ახორციელებენ. კურსის გავლის შემდეგ, ტრენერები საარჩევნო განვითარების სკოლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. 

საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia