საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გაიმართა სტუდენტური დებატ-კლუბის პირველი შესარჩევი შეჯიბრი

26.06.2015
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 26 ივნისს სწავლების ცენტრის პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბის“ ფარგლებში გაიმართა პირველი შესარჩევი შეჯიბრი სტუდენტებს შორის.

თემაზე „პარტიულ სიებში გენდერული კვოტა უნდა იყოს თუ არა სავალდებულო“ დებატები გაიმართა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომლებმაც მიმდინარე წელს გაიარეს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სემესტრული სწავლება საარჩევნო სამართლის დარგში.

გამარჯვებული გუნდი გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც წარმოადგენდა: ცესკოს თავმჯდომარე - თამარ ჟვანია, ცესკოს წევრები - ემზარ კაკულია, ლილი აბუთიძე და გიორგი ჭიქაბერიძე, ცესკოს თავმჯდომარის მრჩეველი - ანა მიქელაძე და სწავლების ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გადასცეს სერტიფიკატები, რომელიც ადასტურებს მათ წარმატებით გადასვლას ფინალში. ფინალისტები არიან: გიორგი მამათელაშვილი, მარიამ წივწივაძე, ლორენა მეძმარიაშვილი (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და ნოდარ ინანეიშვილი (კავკასიის უნივერსიტეტი).

სტუდენტური დებატ-კლუბის მეორე შესარჩევი შეჯიბრი გაიმართება 7 ივლისს, 14:00 საათზე, თემაზე: „მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან უნდა მიენიჭოს აქტიური საარჩევნო უფლება“.

სტუდენტური დებატ-კლუბის პროექტის მიზანია სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერებისა და საარჩევნო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებზე ახალგაზრდების ინტრესის გაღრმავება და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი მოტივირება, ასევე სტუდენტების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia