ამომრჩეველთა ჩართულობის გაზრდისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ცესკო და სწავლების ცენტრი სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო ღონისძიებებს განახორციელებენ ამომრჩეველთა კორპუსისა და არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის. ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის ქსელის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ეგიდით შექმნილი სამოქალაქო განათლების სამუშაო ჯგუფის წევრია.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრი უწყებების საქმიანობები წარმოდგენილია ელექტრონულ საინფორმაციო ბიულეტენში.