საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა განახორციელა ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ახალი წევრებისათვის. ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კრწანისის, სამგორის, თელავის, გარდაბნის, ყაზბეგის, კასპის, ადიგენის, ონის, ვანის, ჭიათურის, წყალტუბოსა და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა.
სასწავლო კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და კენჭისყრის დღის პროცედურები, საარჩევნო ციკლი.