ცესკოს სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით დღეს საჯარო ანგარიში წარადგინა.
ცესკოს თავმჯდომარესთან, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შემაჯამებელ შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს ეფუძნება საგრანტო კონკურსის მიმართულებებს, რაც სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის განვითარების პროცესში ამომრჩეველთა განათლებას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს მიმართულებებია:
კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები შედიან.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ და იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე მიაწოდა, რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს; შემდეგ კი შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს. ცესკოს თავმჯდომარემ მათ საარჩევნო ადმინისტრაციის საპილოტე პროექტის „საზაფხულო სკოლის“ კონცეფციაც გააცნო; კომისიის წევრმა და ცესკოს გენდერული კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძემ კი ცესკოს მიერ გენდერული საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ცესკოს სწავლების ცენტრთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველთა განათლებას და შესაბამისად სამოქალაქო კულტურის განვითარებას, ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და მათი მოტივაციის ამაღლებას საარჩევნო პროცესებში ჩართულობისთვის, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია.
ინფორმაცია 2014 წლის 15 სექტემბერს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის
ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ
მიმართულება - გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში
მიმართულება - პოლიტიკური პარტიების განვითარება კონკურენტული საარჩევნოგარემოს ხელშესაწყობად
მიმართულება - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის