საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

22.04.2015
ბეჭდვა

2015 წლის 24 მარტს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად, სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით 22 აპრილს შეიქმნა წარმომადგენლობითი საგრანტო საკონკურსო კომისია.

კომისია დაკომპლექტდა შესაბამისი გამოცდილების მქონე აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, როგორიცაა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს ასოციაცია (UNAG), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (NIMD), კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნული უმცირესობების საკითხებზე ეუთოს უმაღლესი კომისარი (OSCE HCNM). კომისიის შემადგენლობა ეცნობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საგრანტო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას წინასწარ ობიექტურად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.

საგრანტო კონკურსის პროცესი გამჭვირვალეა. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კონკურსის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ამასთან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მოთხოვნის შესაბამისად.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული შემდგომი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ვებ-გვერდზე.

ცხელი ხაზი: 261 21 11; 599 95 83 83

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia