საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო პროექტი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის

20.04.2015
ბეჭდვა

2015 წლის 20 აპრილიდან საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ადგილებში განთავსებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ააიპ ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.

მონაწილეებს მიესალმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ქ. თბილისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის უფროსი პედაგოგი ნიკო მიქაძე, რომლებმაც ისაუბრეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების არსისა და  არჩევნებში თითოეული ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები და საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტივობის ზრდის წახალისება.

პროექტის პირველ ეტაპს - ორკვირიან სასწავლო კურსს, სწავლების ცენტრი ქ. თბილისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელში 2015 წლის 20 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით განახორციელებს. სწავლების მეორე ეტაპი კი, ასევე ორკვირიანი კურსი ქ. ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელში 2015 წლის 4 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნების ისტორია საქართველოში;
  • საარჩევნო სამართლის პრინციპები;
  • საკანონმდებლო ჩარჩო, ქალები პოლიტიკაში;
  • საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი მუშაობის წესი;
  • არჩევნებში ჩართული მხარეები;
  • ამომრჩეველთა რეგისტრაცია - სიები;
  • კენჭისყრის პროცედურები.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ ნახონ სწავლების ცენტრის მიერ გადაღებული სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ და პრაქტიკული სწავლების ფარგლებში განახორციელებენ კენჭისყრის დღის სიმულაციას.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia