საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, აგრძელებს ტრენინგების ეტაპობრივად ჩატარებას ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრებისათვის.
2015 წლის 16 აპრილს, მეორე ნაკადზე, ტრენინგი ჩაუტარდა ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების და საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომლებს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და უფლებამოსილების ვადა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და კენჭისყრის დღის პროცედურები.