საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

თანამშრომლობა ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციასთან

07.04.2015
ბეჭდვა

ევროპის საბჭოს (CoE), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მიმდინარე წლის 1-3 აპრილს, ექსპერტის სტატუსით ალბანეთში, ქ. ტირანაში იმყოფებოდა. 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სწავლების ცენტრის დირექტორი შეხვდა ალბანეთის ცესკოს წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების (CoE, OSCE) წარმომადგენლებს, ცესკოს სასწავლო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ტრენერებს. შეხვედრაზე იმსჯელეს საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე, განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და განისაზღვრა 2015 წლის 21 ივნისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პლატფორმის, მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების დახვეწის კონკრეტული მექანიზმები.

სწავლების ცენტრის დირექტორმა გააკეთა მოხსენება საქართველოს  სწავლების ცენტრის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განხორციელებული საარჩევნო სასწავლო პროგრამების შესახებ, მათ შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით.

შეხვედრაზე დაისახა საქართველოს  სწავლების ცენტრთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების ხელშეწყობის კუთხით.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia