საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

თანამშრომლობა სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების სასწავლო უწყებებთან

17.03.2015
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 11 - 13 მარტს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) რეგიონალური ოფისის ორგანიზებით, ჩეხეთში, ქ. პრაღაში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებთან, კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის საარჩევნო ადმინისტრაციების სასწავლო უწყებებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოსა და სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზირეს საარჩევნო სფეროში საქმიანობის გამოცდილება, იმსჯელეს დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევები და გადაჭრის პრაქტიკული მექანიზმები. ამასთან ერთად, დაისახა სამომავლო პერსპექტივები სასწავლო უწყებების თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

საქართველოს ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გააკეთა მოხსენება  სწავლების ცენტრის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით და შეხვედრაზე დამსწრე დელეგაციების წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სწავლების ცენტრის მისიისა და საქმიანობის შესახებ, როგორც საარჩევნო ისე  არასაარჩევნო პერიოდში, ისაუბრა ამომრჩეველებისა და არჩევნებში ჩართული სხვა მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო მეთოდოლოგიებისა და მასალების შესახებ.

მოწვეულმა IFES ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ასევე დეტალურად მიმოიხილეს სასწავლო პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის, მონიტორინგის და შეფასების კონცეფციები,  სასწავლო პროგრამის შეფასების „კირკპატრიკის მოდელი“, მონიტორინგის გეგმის შემუშავებისა და ინდიკატორების განსაზღვრის საკითხი; რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შეგროვება, მონიტორინგისა და შეფასების ანგარიში და სხვა. 

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia