საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეხუთე ყოველწლიური შეხვედრა

27.02.2015
ბეჭდვა

24-26 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ქ.ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიების თემა ინკლუზიური არჩევნები იყო.

რიგით მეხუთე შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ,  საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა გახსნეს. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება იმ აქტივობების შესახებ, რომელთა შედეგად, საარჩევნო პროცესი ყველასთვის - ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჯგუფებისთვის, ქალებისთვის - თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა.

ყოველწლიური შეხვედრა მიზნად ისახავდა კომუნიკაციის განვითარებას და თანამშრომლობის გაუმჯობესებას მონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ცესკოს სწავლების ცენტრის და ICPS-ის მიერ ინიცირებული საარჩევნო სასწავლო ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა; ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ასოციაციის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; მემორანდუმს ასევე შემოუერთდნენ მექსიკის ფედერალური სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალი და რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო ორგანო.

ღონისძიებაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები  მონაწილეობდბნენ (იხ.ჩამონათვალი).

შეხვედრა საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები:

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბულგარეთი, კენია, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, მოლდოვა, ნეპალი, რუმინეთი, ავღანეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ინდოეთი, კორეა, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა.

საერთაშორისო ორგანიზაციები:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP),  ევროპის საბჭო (CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), საარჩევნო მხარდაჭერის ევროპული ცენტრი (ECES).

საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:

”სმარტმატიკი” (Smartmatic), ”საითლი” (Scytl), მორფო (Morpho), „ეიჩ-ეს-ბი იდენთიფიქეიშენ“ (HSB Identification), „აიდეკო“ (Ideco), „სუპერკომი“ (SuperCom), დერმალოგი (Dermalog).

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia