ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები 30 ნოემბერს მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდენენ. არჩევნების დღეს ცესკოს დელეგაცია კენჭისყრის მიმდინარეობას საარჩევნო უბნებზე დააკვირდა, მოგვიანებით კი ისინი ხმის დათვლის პროცედურებს გაეცნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს, ასევე სწავლების ცენტრის დირექტორს შეხვდნენ და მათ ქვეყანაში უკვე ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს.