საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა
2014 წლის 4 ნოემბერს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც განხორციელდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
აღნიშნულ გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა - 2576 მსურველი
გამოცდაზე გამოცხადდა - 832 მონაწილე
გამოცდა წარმატებით ჩააბარა - 210 მონაწილემ, რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.
გამოცდის მიმდინარეობას აკვირდებოდა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია:
- ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”- 3 დამკვირვებლით;
- „ახალი სიტყვა“ – 5 დამკვირვებლით.