ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები 12 ოქტომბერს ბოსნია–ჰერცეგოვინაში გამართული საერთო არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდნენ. არჩევნების დღეს, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან ჯანელიძე და ცესკოს სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი ზურაბ ლუაშვილი კენჭისყრის დღეს სარაევოს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ. ისინი ასევე დაესწრნენ ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო კომისიის წევრების მიერ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს წარმომადგენლები ბოსნია–ჰერცოგოვინას ცესკოს თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი და საარჩევნო ცნობიერების ამაღლების კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.