2014 წლის 21 ოქტომბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის წესი:
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2014 წლის 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე:http://registration.cec.gov.ge/
ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის მიზნით, ელექტრონულ განაცხადში ივსება შემდეგი ველები:
გამოცდის ჩაბარების მსურველს რეგისტრაციისას ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო.
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2014 წლის 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ-კვირის გარდა). სამდივნოს უნდა წარედგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები საჯაროა და გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge)
გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება რიცხვითი მონაცემები).
სასერტიფიკაციო გამოცდის საჯაროობა
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 2014 წლის 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (შაბათ - კვირის გარდა).
საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, 2014 წლის 16 ოქტომბერს შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
261 21 11; 599 95 83 83 - საკონტაქტო პირი ზურაბ ლუაშვილი (პროექტების მართვისა და სერტიფიცირების განყოფილების უფროსი).