საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის გაღრმავების ხელშეწყობა. ამ მიზნით ცესკოს სწავლების ცენტრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ეგიდით, 2010 წლიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქვეყვნის მასშტაბით 16 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს სამოქალაქო განათლებისა და საარჩევნო კულტურის გაღრმავებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში („სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“), როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე პოლიტიკურ და სოცილაურ მეცნიერებეთა ფაკულტეტის (მედიის სკოლა) სტუდენტებისთვის. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
2010 წლიდან დღემდე, საარჩევნო სამართლის დარგში სასწავლო კურსი გაიარა 2110 სტუდენტმა. სტუდენტები სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის, სტუდენტურ დებად-კლუბებში (სადაც სტუდენტები და მოწვეული ექსპერტები, პროფესორები მსჯელობენ საარჩევნო სამართლის დარგში არსებულ სხვადასხვა თემებზე); აქციებში ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ღია ცის ქვეშ; შეხვედრებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან; სასწავლო პროცედურული ფილმის გადაღების პროცესში და სხვა.
სტუდენტები, რომლებმაც გაიარას სწავლების კურსი, საარჩევნო პერიოდში დასაქმდნენ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, მათ შორის ცესკოს „კონტაქტ-ცენტრში“.
2013 წელს პროექტი - „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“ ნომინირებული იქნა საერთაშორისო კონკურსში - „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013“. საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პროექტი ნომინაციაზე - „პირველი ამომრჩეველი“ აღიარებულ იქნა 2013 წლის ყველაზე ინოვაციურ და ორიგინალურ პროექტად, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი შედეგები ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით.
2014-2015 წლის პირველ სემესტრში ცესკოს სწავლების ცენტრი პარტნიორი უნივერსიტეტების სასწავლო გეგმების შესაბამისად, სასწავლო პროგრამას განახორციელებს 8 უმაღლეს სასწავლებელში. მათ შორის:
სასწავლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა ელექტრონული პრეზენტაციები, დამხმარე სახელმძღვანელოები ლექტორებისათვის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის.