ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრებთან, წარმომადგენლებთან და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს და ტრენერებს ხვდება. შეხვედრაზე მოხდება ტრენინგების შეფასება, რომლებიც ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარდა. ასევე, შეფასდება ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებთან ერთად ცესკოს წარმომადგენლები კომუნიკაციისა და კოორდინაციის საკითხებსაც განიხილავენ. ოლქების თავმჯდომარეები წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს მედიასთან მათი ურთიერთობების გამოცდილებასაც შეაფასებენ.
შეხვედრების განმავლობაში ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და კომისიის წევრებს საშუალება ექნებათ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისგან თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ასევე, შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები მოისმინონ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციას სამომავლო აქტივობების უკეთ დაგეგმარებაში შეუწყობს ხელს.
შეხვედრები ეტაპობრივად, 5 აგვისტდან 12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სხავადასხვა რეგიონში იმართება.