2014 წლის 12 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ” გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც 22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია.
აღნიშნული პროექტები განხორციელდა პრიორიტეტად განსაზღვრული შემდეგი მიმართულებებით:
ღონისძიება გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, მონაწილეებს ასევე მიესალმა სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, რომელმაც ისაუბრა ცესკოს სწავლების ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რომელიც უზრუნველყოფს საგრანტო კონკურსის ფორმატში ისეთი პროექტების გამოვლენას, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს განვითარებას, ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, ელექტორატის ჩართულობის ზრდას საარჩევნო პროცესებში.