საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის დელეგაციის ვიზიტი

28.05.2014
ბეჭდვა

საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განხორციელების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2014 წლის 21-24 მაისის პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრს მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და ცესკოს წევრებს, რომლებმაც მოლდოვას სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს გაუზიარეს ცესკოს სტრატეგიული ხედვა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის ხელშეწყობის მიზნით სწავლების კომპონენტის მნიშვნელობაზე.

გაიმართა შეხვედრა ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორთან ნათია ზაალიშვილთან, რომელმაც დელეგაციის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სწავლების ცენტრის შექმნის, მისიისა და საქმიანობის შესახებ საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში. მოლდოვასა და საქართველოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საარჩევნო სფეროში სწავლების ფუნქციის წარმატებით განხორციელების გამოწვევებზე, პრეზენტაციების ფორმატში ერთმანეთს გაუზირეს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის, ამომრჩეველთა განათლების კუთხით დანერგილი სასწავლო პროგრამები, აპრობირებული მეთოდოლოგია და შემუშავებული სასწავლო მასალები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დაესწრნენ საქართველოს ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის, ასევე ეწვივნენ თელავის საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც ადგილზე გაეცნენ კომისიის მუშაობას და ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ცესკოს კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსს სოფიო სიჭინავას, რომელმაც მონაწილეებს დამატებით მიაწოდა ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან დაკავშირებით სწავლების ცენტრთან პარტნიორობით განხორციელებული სასწავლო, საინფორმაციო ხასიათის პროექტების შესახებ. ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა კი დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და ეროვნული არქივის მხარდაჭერით შექმნილი ფოტო-ვიდეო გამოფენა ”არჩევნები - ერის შემოქმედი”.

შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს სწავლების ცენტრისა და მოლდოვას სწავლების ცენტრის  წარმომდგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მსგავსი პროექტი საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარების მიზნით ასევე განხორციელდა ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში. ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით, ეუთოსა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ალბანეთში, ქ. ტირანაში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე (2014 წლის 27 მარტი - 1 მაისი)  სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გააკეთა მოხსენება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia