საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სემინარი ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის თემაზე ”არჩევნები და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა”

27.04.2014
ბეჭდვა

2014 წლის 28 აპრილიდან - 5 მაისის ჩათვლით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს ფართომასშტაბიან პროექტს ”არჩევნები და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა”.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა (მათ შორის, ეთნიკური უნცირესობების წარმომადგენელთა) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში (პროექტის აქტუალობა განაპირობა, ასევე, მოახლოებულმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერის/გამგებლის არჩევნებმა).  

პროექტი განხორციელდება  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 10 უნივერსიტეტში, მათ შორის 2 რეგიონალურ და 8 თბილისში მდებარე უნივერსიტეტში (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი "ALMA MATER", ილიას სახელობის იუნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისის  ღია სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო   უნივერსიტეტი).  

პროექტის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებთან შეთანხმებული გრაფიკების შესაბამისად, ჩატარდება 19 სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. სემინარის ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის 7 ტრენერი. 

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia