სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2014 წლის 25 აპრილიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 10 აპრილის №43/2014 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
პირველი მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:
I. ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა
II. რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო
საკონკურსო თემატიკა I: ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას (საკანონმდებლო სიახლეების გათვალისწინებით).
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს პროექტში წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2014 წლის 15 მაისიდან - 2014 წლის 14 ივნისი
საკონკურსო თემატიკა II : რეგიონული მედია - ამომრჩევლის კვალიფიციური ინფორმაციის წყარო
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მედია საშუალებების როლის გააქტიურებას მათ მიერ ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საგრანტო პროექტი უნდა მოიცავდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის მედია პროდუქტის შექმნას (გადაცემების/სიუჟეტების/სტატიების ციკლი, რუბრიკები და სხ.), რომელიც უზრუნველყოფს ელექტორატის ინფორმირებულობას არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე, ორიენტირებული იქნება ისეთი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წაახალისებს ამომრჩეველთა აქტივობის ზრდას.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პროექტის განხორციელებას პარტნიორის სტატუსით წინასწარ განსაზღვრულ რეგიონულ მედია-საშუალებასთან/საშუალებებთან (თანამშრომლობაზე თანხმობის წერილი დაერთოს პროექტს).
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, შეიძლება მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ საქართველოს ერთ ან რამდენიმე რეგიონში, გარდა თბილისისა.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2014 წლის 15 მაისიდან - 2014 წლის 14 ივნისი
მეორე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:
I. ქალთა მონაწილეობის წახალისება საარჩევნო პროცესებში
II. არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია გენდერის საკითხების ჭრილში
საკონკურსო თემატიკა I: ქალთა მონაწილეობის წახალისება საარჩევნო პროცესებში
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ქალთა ჩართულობის ზრდის წახალისებას. პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან სხვა ღონისძიებების განხორციელების გზით ქალთა პოლიტიკური, სამოქალაქო უფლებების რეალიზების ხელშეწყობასა და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის, მოტივაციის ზრდაზე. სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს პროექტში წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე.
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2014 წლის 15 მაისიდან - 2014 წლის 14 ივნისი
საკონკურსო თემატიკა II: არჩევნებში ჩართულ მხარეთა კომუნიკაცია გენდერის საკითხების ჭრილში
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს სხვადასხვა ფორმატით ისეთი ღონისძიებების განხორციელებაზე, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების ინფორმირებულობის ზრდას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის აქტუალობისა და მისი განხორციელების ხელშეწყობის საკითხებზე, ამასთან ერთად, უზრუნველყოფს მხარეთა შორის კომუნიკაციის განვითარებასა და მათ ჩართულობას ისეთი საკითხების განხილვის პროცესში, რომელიც უკავშირდება ქალთა და მამაკაცთა უფლებებისა და შესაძლებლობების თანაბარ, ეფექტიან განხორციელებას საარჩევნო პროცესში, ქალთა მონაწილეობის ზრდის წახალისებას პოლიტიკურ ცხოვრებაში (როგორც ამომრჩევლის, ისე კანდიდატის რანგში), მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მოტივირებას ქალების მონაწილეობის გაძლიერების თვალსაზრისით.
სამიზნე ჯგუფებია:
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სწავლების ცენტრს წარუდგინოს პროექტში მონაწილეობის შესახებ პროექტის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლების წინასწარი თანხმობის წერილები. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25 000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2014 წლის 15 მაისიდან - 2014 წლის 14 ივნისი
მესამე მიმართულების ფარგლებში საგრანტო პროექტები შეიძლება შემოტანილ იქნას შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე:
პოლიტიკური პარტიების რეგიონული განვითარების ხელშეწყობა
აღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიების რეგიონული წარმომადგენლობების განვითარებისა და მათი წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას.
სამიზნე ჯგუფი, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს არანაკლებ სამი პოლიტიკური პარტიის (მათ შორის როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები) წარმომადგენლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებზე (იხ. დანართი #5).
დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:
კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების პრინციპზე დაფუძნებით, პროექტში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობისათვის თანაბარი პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სწავლების ცენტრს წარუდგინოს:
ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია, წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად და აცნობოს სწავლების ცენტრს.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 25.000 ლარისა (თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
2014 წლის 15 მაისიდან - 2014 წლის 14 ივნისი
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის დეპარტამენტის უფროსი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საკონკურსო კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
აღნიშნული შეზღუდვა ზემოთ განსაზღვრულ პირებზე მოქმედებს მათი უფლებამოსილების განხორციელების მთელი პერიოდისა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში.
შენიშვნა: ამ მოთხოვნების დარღვევით კონკურსში წარმოდგენილი პროექტი არ განიხილება
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2014 წლის მდგომარეობით) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
შენიშვნა: არასრულყოფილად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2014 წლის 28 აპრილიდან - 2 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად და იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი #4).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ–გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 61 21 11
საგრანტო კონკურსის გრაფიკი: