საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩნენ ტრენერები, რომლებიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებამდე, წინასწარ გაივლიან მოსამზადებელ კურსს, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი UNDP - ის პროექტთან პარტნიორობით.