სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, 6 მარტს ცესკოს სწავლების ცენტრში გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა, რომელსაც 20 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებს, საკონკურსო დოკუმენტაციებისა და საგრანტო პროექტების შესრულების ანგარიშის წარდგენის საკითხებს.