საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები

17.10.2013
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით აგრძელებს სასწავლო პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, რომლის ფარგლებშიც განახორციელებს ტრენინგებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.

ტრენინგების განხორციელების პერიოდი მოიცავს 18-21 ოქტომბერს. აღნიშნული ტრენინგები ტარდება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის (13 წევრი) სადაც განიხილება შემდეგი საკითხები:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და უფლებამისილების ვადა
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი პირველ სხდომაზე (პრაქტიკული სავარჯიშო - როლური თამაში)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  • კენჭისყრის პროცესი
  • საარჩევნო უბნის დახურვა
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

ტრენინგის პრაქტიკული სწავლების ფორმატში, ასევე მოეწყობა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო ფილმის ”კენჭისყრის დღის პროცედურების” ჩვენება.

გამონაკლის  შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლებისათვის ცენტრის მიერ მომზადდა:

  • ელექტრონული სასწავლო პროგრამა
  • პრაქტიკული სავარჯიშოები

სასწავლო პროგრამას ფარგლებში მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ტრენინგი ჩაუტარდა ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 21 აგვისტოს N251/2013 განკარგულების საფუძველზე,  შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსახორციელების მიზნით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფის წევრებს.

ტრენინგების გრაფიკი იხილეთ თანდართულ ფაილში. გრაფიკი მოძრავია, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.

№1 მთაწმინდა

№2 ვაკე

№4 კრწანისი

№5 ისანი

№6 სამგორი

№8 დიდუბე

№9 ნაძალადევი

№10 გლდანი

№20 რუსთავი

№21 გარდაბანი

№22 მარნეული

№27 მცხეთა

№32 გორი

№35 ხაშური

№52 ბაღდათი

№55 ხონი

№58 წყალტუბო

№59 ქუთაისი

№64 სენაკი

№67 ზუგდიდი

№79 ბათუმი

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia