საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი

28.04.2010
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი

ტრენინგი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ჩატარდება 2 დონიანი “კასკადური” სისტემით - ტრენერები რომლებიც დატრენინგდნენ ცენტრისა და გაეროს განვითარების პროექტის ტრენერების მიერ   ჩაუტარებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს.

  სამიზნე ჯგუფები თარიღი მონაწილეთა რაოდენობა
I ეტაპი თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი 1-5 მაისი 10842
II ეტაპი კომისიის 13 წევრი (თეორია/ინსცენირება) 8-22 მაისი 46982
III ეტაპი კომისიის თავმჯდომარე, მდივანი 23-25 მაისი 7228

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი ჩატარდება 3 ეტაპად და მთლიანი ხანგრძლივობა დაახლოებით 25 - 30 დღეს შეადგენს.

ეტაპი I. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და კომისიის მდივნის ტრენინგი.
თითო ტრენინგზე დაესწრება: 18-24 მონაწილე
ჩატარების თარიღი: 1-5 მაისი

ტრენინგზე განიხილება შემდეგი მოდულები:
ამომრჩეველთა სიები;
საარჩევნო უბნის მოწყობა;
კენჭისყრის დღე,  შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები;
პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის.

ეტაპი  II. ტრენინგი უმთავრესად ფოკუსირებულია კომისიის წევრთა ფუნქციებზე არჩევნების დღეს და ითვალისწინებს უბანზე ინსცენირებას.

თითო ტრენინგზე დაესწრება: 13 მონაწილე
ჩატარების თარიღი:14 - 20 მაისი

ტრენინგზე  განიხილება შემდეგი მოდულები: 
კენჭისყრის დღე,  შემაჯამებელი ოქმის შედგენა ;
კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები ;
კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები ;
პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის ;
კენჭისყრის დღის ინსცენირება.


ეტაპი  III . განმეორებითი ტრენინგი ჩაუტარდებათ კომისიის თავმჯდომარეებსა და კომისიის მდივნებს.ტრენინგი უმთავრესა შეეხება სიახლეების მიმოხილვას, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ხმის დათვლის პროცედურებსა და საჩივრებს.

თითო ტრენინგზე დაესწრება: 15-18 მონაწილე
ჩატარების თარიღი:23-25 მაისი

ტრენინგზე განიხილება შედეგი მოდულები:
კენჭისყრისა და შედეგების შეჯამების პროცედურის  (მოკლე მიმოხილვა);
ოქმის შევსების სავარჯიშო;
საჩივრების მიღები/განხილვის პროცედურება ;
პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის (მოკლე მიმოხილვა);

ასევე დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდებათ იმ კომისიის წევრებს, რომლებიც ტრენინგებს ვერ დაესწრებიან გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება რუსულ ენაზე. შესაბამისად, კომისიის ყველა წევრს ექნება შესაძლებლობა, მიეღო შესაბამისი ცოდნა საარჩევნო პროცესის წარმართვისათვის, მიუხედავად იმისა, ფლობენ თუ არა ისინი სრულყოფილად სახელმწიფო ენას. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შეირჩენენ ტრენერები  რომლებიც სახელმწიფო ენასთან  ერთად ეთნიკური უმცირესობების ენას ფლობენ ან თავად არიან ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენლები.


4. ტრენინგების სახელმძღვანელო და დამხმარე მასალები

ცენტრი/UNDP ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალები, ასევე ჯგუფის მიერ მოხდა სასწავლო მასალების განახლება:
   • შემუშავდა ახალი სასწავლო მოდულები
   • შემუშავდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დამხმარე სახელმძღვანელო
   • შემუშავდა ტრენერის სახელმძღვანელო
   • შემუშავდა ახალი ტესტ-კითხვარი ტრენერებისათვის
   • მომზადდა ახალი დამხმარე სასწავლო მასალები

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia