27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ცესკოს ეგიდით სპეციალურ ტრენინგებს გადიან. სწავლება 27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით ხორციელდება, რომელშიც 22 ორგანიზაციის 97 დამკვირვებელია ჩართული. ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.
მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჟვანია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნათია ზაალიშვილი.
პროგრამის ფარგლებში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და ა.შ. სწავლების მონაწილეები ასევე ნახეს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებულ სასწავლო ფილმი - ”კენჭისყრის დღის პროცედურები”.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები.