პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლის“ შემაჯამებელი კონფერენცია
მიმდინარე წლის 26 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” (CDD) „ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ (EATA) პარტნიორობით, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ გამართა პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II-ის“ შემაჯამებელი კონფერენცია.
საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ქ-ნ ნათია ზაალიშვილმა აღნიშნულ კონერენციაზე წარმოადგინა პრეზენტაცია ცენტრის მიერ ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
სწავლების ცენტრის თანამშრომლები ორგანიზაციის მიერ, ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო სტუმრის სტატუსით.