მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ჩაატარა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის იურისტებისათვის. ტრენინგი ჩატარდა ცესკოს შენობაში და მას ესწრებოდნენ წარმომადგენლები თბილისიდან, მცხეთა - მთიანეთიდან და ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან.
მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჟვანია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ქალბატონი ნათია ზაალიშვილი.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეებს და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა:
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოები.