მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჯანმრთელი სამყარო“ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - ,,ბოშათა თემის ინფორმირებულობა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით” მოაწყო შეხვედრა სოფელ გაჩიანში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით, “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში.
ბოშათა თემი სხვადასხვა საარჩევნო თემატიკის ინფორმაციას გაეცნო. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ჯანმრთელი სამყარო”, მათ ის აქტივობები წარუდგინა, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების არჩევნებში ჩართულობის მიზნით ახორციელებს. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია კენჭისყრის დღისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ. ”ჯანმრთელი სამყაროს” წარმომადგენლებმა საარჩევნო კულტურის განვითარებასა და არჩევნებში ბოშათა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაზეც ისაუბრეს.