საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა მოამზადა სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის თვალსაჩინო მასალა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული პირებისათვის.
ეთნიკურ უმცირესობათა ამომრჩევლებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქმიანობას განახორციელებენ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებზე ფოკუსირებით, სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სწავლების ცენტრმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (unag) პარტნიორობით, დამატებით განახორციელა მათი თარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
არჩევნებში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები: