საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო სასწავლო ხასიათის ფილმის გადაღება კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით. აღნიშნული სასწავლო ფილმის გამოყენება მოხდება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე.
სწავლების ცენტრმა საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (unag) პარტნიორობით, უზრუნველყო ფილმის თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენაზე. სასწავლო ფილმი აგრეთვე ითარგმნა ინგლისურ ენაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
ფილმი ხელმისაწვდომია არჩევნებში ჩართული მხარეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.