საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელი გადაეცათ

27.11.2026
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე წელს პირველად ეროვნულ სასახლეში აღინიშნა.

ღონისძიების პირველი ნაწილში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში ჩართული პროფესიონალების როლსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საარჩევნო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია „1918 წლის დებულებიდან თანამედროვეობამდე“ წარუდგინა. პრეზენტაცია საქართველოს საარჩევნო სისტემის ისტორიულ განვითარებას, მის სამართლებრივ საფუძვლებსა და საარჩევნო ადმინისტრირების ევოლუციას შეეხებოდა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონიას დაეთმო. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის 49 საარჩევნო მოხელეს სპეციალური მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება 26 ნოემბერს გაიმართა და მას ცესკოს, უსკოს, საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ნოემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia