საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ჩატარებული საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

28.09.2026
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიული გადამზადება უზრუნველყო.

სწავლების ცენტრის ტრენერებმა ჯამში 30 სატრენინგო სესია ჩაატარეს. პროფილურად მომზადებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად:

  • N25 წალკის და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე 4 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებზე. სწავლება ხუთ ეტაპად განხორციელდა;
  • N18 ახმეტის, N24 დმანისის და N25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიების ქვემდებარე 3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცედურებზე. სწავლება ოთხ ეტაპად ჩატარდა.

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესის პროცედურებს და ამომრჩევლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების პრაქტიკულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ადმინისტრატორების როლსა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის, დაკვირვების ხელმისაწვდომობის, ხმის მიცემის ფარულობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე იყო დაფუძნებული და მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებასა და კენჭისყრის პროცესის ცალკეული ეტაპების სიმულაციას. კომისიების წევრებმა ასევე მიიღეს პრაქტიკული ინსტრუქტაჟი ამომრჩეველთან კომუნიკაციისა და ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებების მიწოდების შესახებ.

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა ეტაპების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე.

არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-სასწავლო პროექტი ასევე განახორციელა წალკის, ვანის, ახმეტის და დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა განიხილეს მათი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვანი გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტა და ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობის მექანიზმები.

ამასთან, ცესკომ და სწავლების ცენტრმა არჩევნების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსები მოამზადა. რესურსები მოიცავს საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებებსა და ვალდებულებებს, ეთიკის სტანდარტებსა და საქმიანობის პრაქტიკულ საკითხებს. მომზადებული რესურსები ხელს უწყობს კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვას და ამომრჩეველზე ორიენტირებული, პროფესიული და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობის გაძლიერებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
29
30    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia