ცესკო და სწავლების ცენტრი 2026 წლის 3 ოქტომბერს წალკის, ახმეტის, დმანისის და ვანის მუნიციპალიტეტებში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პროფესიულ გადამზადებას აგრძელებენ.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგების I ეტაპი 2 სექტემბერს განხორციელდა და კენჭისყრის დღემდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის საკითხებს დაეთმო. ტრენინგების მომდევნო ეტაპები 17 სექტემბრიდან იწყება და თვის ბოლომდე დასრულდება. ყურადღება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელ ფუნქციებზე გამახვილდება.
სატრენინგო სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდება. სამიზნე აუდიტორიის შესაბამისად, განხილული იქნება ყველა ის პროცედურული საკითხი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით ან მათ გარეშე კენჭისყრის პროცესის წარმართვას.
სწავლებისას ყურადღება შემდეგ ძირითად საკითხებზე გამახვილდება:
სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში დეტალურად განიხილება კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული საარჩევნო ელექტრონული საშუალებების - ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის და პლანშეტის დანიშნულება. მონაწილეები პრაქტიკაში განახორციელებენ აღნიშნული ტექნიკის მართვას.
ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება. პროგრამა მოიცავს კენჭისყრის დღის ცალკეული ეპიზოდების ინსცენირებასა და სხვადასხვა თემატური სავარჯიშოს შესრულებას.
ტრენინგების გრაფიკები ეტაპების მიხედვით ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე. გრაფიკებში ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
გრაფიკი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით წარმართავენ: II ეტაპის ტრენინგების გრაფიკი, III ეტაპის ტრენინგების გრაფიკი, IV ეტაპის ტრენინგების გრაფიკი, V ეტაპის ტრენინგების გრაფიკი.
გრაფიკი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე წარმართავენ: II ეტაპის ტრენინგების გრაფიკი, III ეტაპის ტრენინგების გრაფიკი, IV ეტაპის ტრენინგების გრაფიკი.
