როგორც ცნობილია, 2026 წლის 3 ოქტომბერს წალკის, ახმეტის, დმანისის და ვანის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გახსნილი საარჩევნო უბნებიდან 4 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 3 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
ცესკომ და სწავლების ცენტრმა არჩევნების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო რესურსი მოამზადა. მასალები საარჩევნო ადმინისტრატორებსა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირებს აწვდის ინფორმაციას მათი უფლებებისა და ვალდებულებების, ეთიკის სტანდარტებისა და საქმიანობის პრაქტიკული საკითხების შესახებ. რესურსების მიზანია ამომრჩევლისთვის კვალიფიციური სერვისის უზრუნველყოფა, საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობა და ამომრჩევლის ინტერესებზე ორიენტირებული პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება.
არჩევნებისთვის შემდეგი ტიპის საინფორმაციო-სასწავლო რესურსები შემუშავდა:
(მომზადებულია პროფილურად - საარჩევნო ოლქებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე წარიმართება)
(მომზადებულია პროფილურად - საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე წარიმართება)
(დამხმარე რესურსი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს, კენჭისყრის დღეს, ორგანიზებულად და თანმიმდევრულად განახორციელონ შესაბამისი ფუნქციები)
(მოიცავს მითითებებს საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ)
(მოიცავს მითითებებს საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტის, ქცევის ნორმების და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისების შესახებ).
საინფორმაციო-სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომია ბმულზე. საარჩევნო კომისიებს აღნიშნული მასალები ასევე მიეწოდებათ მატერიალური ფორმით, რათა მათ კენჭისყრის დღეს საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელება შეძლონ.
