საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის ტრენერების გადამზადება დაიწყო

24.08.2026
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ტრენერთა გადამზადების პროგრამა დაიწყო. სასწავლო პროექტი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოსამზადებელი სამუშაოს ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს - ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ინტენსიურ ტრენინგებს ჩაატარებენ.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო კონცეფციის თანახმად, 2026 წლის 24-26 აგვისტოს, ტრენერთა გადამზადება ორი პროფილური მიმართულებით განხორციელდება:
• პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით;
• პროგრამა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე.

ტრენერთა ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში და უშუალოდ კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შესასრულებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომელთა ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის სერვისების მიწოდების პროცესში. სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თითოეული ამომრჩევლისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები, ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა, არჩევანის ფარულობისა და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა, პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებები.

გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს შემდეგი სისტემით ჩაატარებენ:
• ხუთეტაპიანი სატრენინგო სისტემა — დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით (სამიზნე აუდიტორია: ორი საოლქო საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებაში არსებული ოთხი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები);
• ოთხეტაპიანი სატრენინგო სისტემა — დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე (სამიზნე აუდიტორია: სამი საოლქო საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებაში არსებული სამი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები).

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პრაგრამის მიხედვით, ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგებს კომბინირებული სწავლების მეთოდოლოგიით განახორციელებენ. საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტებისა და ხმების დათვლის პროცესის წარმართვის შესწავლის მიზნებისთვის გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.

ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს 2026 წლის 2–27 სექტემბრის პერიოდში განახორციელებენ. დეტალური გრაფიკები ტრენინგების დაწყებამდე ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გამოქვეყნდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
252627282930
31      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia