საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა სწავლების შესახებ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის

24.08.2013
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  პროექტის “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ  2013 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“ გაიმართება საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შერჩეული 112 ტრენერი, რომლებიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ.

ტრენერთა ტრენინგის თემატიკა (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა  სასწავლო კურსის მიხედვით):

  • საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
  • ამომრჩეველთა სიები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები

ტრენერთა ტრენინგის თემატიკა (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა  სასწავლო კურსის მიხედვით):

  • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
  • ამომრჩეველთა სიები
  • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია
  • საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება და დახარისხება
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
  • განცხადება/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი

ტრენინგი ხორციელდება კომბინირებული მეთოდით:

  • ელექტრონული სწავლება  (გამოიყენება ვიზუალიზირებული ელექტრონული პროგრამა და სასწავლო ფილმი - „კენჭისყრის დღის პროცედურები“
  • ვერბალური სწავლება
  • პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები, სიტუაციური კაზუსები)
  • როლური თამაშები (საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ინსცენირება) 

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგებისათვის ცესკოსა და  ცენტრის მიერ მომზადდა შემდეგი სასწავლო მასალა:

  • ტრენერის დამხმარე სახელმძღვანელო
  • პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დამხმარე სახელმძღვანელო ინსტრუქცია
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მოკლე სამახსოვრო ინსტრუქციები - Check-list (კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის, რეგისტრატორის, ნაკადის მომწესრიგებლის, ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველის, გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის  წევრების სამახსოვროები).
  • ელექტრონული სასწავლო პროგრამა
  • სასწავლო ფილმი - „კენჭისყრის დღის პროცედურები“

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia