საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს აპარატის თანამშრომლებმა საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამა წარმატებით დაასრულეს

29.06.2026
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების აკრედიტებული საბაზისო პროგრამის – „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ – წარმატებით დასრულებისადმი მიძღვნილი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

კურსი ცესკოს აპარატის 20-მა თანამშრომელმა გაიარა. სერტიფიკატები მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ, სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ცერცვაძემ გადასცეს.

ცერემონიაზე გამომსვლელებმა მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი შეფასებით, თანამშრომელთა უწყვეტი სწავლება ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ეფექტიანი სამუშაო გარემოს შექმნასა და საჯარო სამსახურის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა გაიარეს მოდულები ეთიკის, ადმინისტრაციული წარმოების, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი მომსახურების მიმართულებებით. სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ სავარჯიშოებს, გამოცდილების გაზიარებასა და რეალურ სამუშაო პროცესზე მორგებული უნარების გაძლიერებას. ტრენინგებს სწავლების ცენტრის ექსპერტები უძღვებოდნენ.

პროგრამა 2026 წლის 2 ივნისს დაიწყო და 29 ივნისს სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დასრულდა. აღნიშნული სასწავლო კურსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა კომპეტენციების გაძლიერებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
30     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia