საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“- ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

17.06.2026
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარ თემაა - „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“.

საერთაშორისო კონფერენცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ.

ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა - დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესებზე; დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკის გამოწვევა: მექანიზმები, გამომწვევი ფაქტორები და გავლენა; ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური ქსელების როლი საარჩევნო პროცესებში: შესაძლებლობები და რისკები; ინფორმაციისა და განათლების როლი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა კონფერენციის გახსნისას აღნიშნა, საერთაშორისო კონფერენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთაშორისო პროფესიული ქსელის ჩამოყალიბებაში, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და საერთო პასუხისმგებლობას დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციულად, მეცამეტედ, მასპინძლობს საარჩევნო ადმინისტრაციების საერთაშორისო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც გამართული დისკუსიები, პროფესიული გამოცდილების გაცვლა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის განხილვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე ინფორმაციული მდგრადობისა და დემოკრატიული პროცესების დაცვის მიმართულებით. წელს ჩვენი შეხვედრის მთავარ თემად შევარჩიეთ „დეზინფორმაციის სტრატეგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელების როლი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფაში“. ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ინფორმაციის შექმნის, გავრცელებისა და მიღების პროცესები. ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური ქსელები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გასაზრდელად, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების რისკებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად იმსჯელონ აღნიშნულ გამოწვევებზე და შეიმუშაონ ეფექტიანი მიდგომები ინფორმაციული სანდოობისა და დემოკრატიული პროცესების დასაცავად“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციის გახსნისას.

კონფერენცია 17-18 ივნისს იმართება და მასში 23 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას (A-WEB, Smartmatic). კონფერენციას ასევე ესწრებიან საქართველოს საკანონდებლო ორგანოს, სახელმწიფო სტრუქტურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც.

ვიდეო გალერეა

ცესკო მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციების მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516
17
18192021
22232425262728
2930     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia