საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ნიდერლანდების სამეფოში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდნენ

23.03.2026
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგნლები ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდნენ.

დელეგაციის წევრები საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით 2026 წლის 18 მარტს გამართულ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდნენ. მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის იურისტი ეკატერინე ჩაფიჩაძე და სასწავლო პროგრამების სამსახურის სასწავლო რესურსების შემუშავებისა და განვითარების მენეჯერი თორნიკე გოგისვანიძე.

სწავლების ცენტრის დელეგაციის წევრები კენჭისყრის წინა დღეს და კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ. ბრიფინგების ფარგლებში ნიდერლანდების შინაგან და სამეფო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია არჩევნების ადმინისტრირების შესახებ, მათ შორის, განიხილეს მუნიციპალური არჩევნებისთვის პილოტურად მომზადებული ახალი საარჩევნო ბიულეტენის დიზიანი და გამოწვევები, რის საპასუხოდაც დაინერგა აღნიშული სიახლე. არჩევნების დღეს  სწავლების ცენტრის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურებს დააკვირდნენ.

ნიდერლანდების სამეფოში გამართულ არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების მისიის ფარგლებში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
აპრილი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
27282930   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia