საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პროექტის „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ ფინალში გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა

16.02.2026
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ა(ა)იპ დემოკრატიის ახალგაზრდულ აკადემიასთან თანამშრომლობით, წარმატებით განახორციელა პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“.

საგანმანათლებლო პროექტის მიზანს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და არგუმენტებზე დაფუძნებული კონსტრუქციული დებატების მნიშვნელობის შესახებ სამოქალაქო კულტურის განმტკიცება  წარმოადგენდა. 

პროექტის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროექტში მონაწილეობის მისაღებად ხუთი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტის 30 სტუდენტი დარეგისტრირდა. მონაწილეები  10 გუნდში გადანაწილდნენ, თითოეული გუნდი სამი მონაწილის შემადგენლობით.

პროექტის საწყის ეტაპზე, სწავლების ცენტრმა ახალგაზრდებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული სიახლეები განიხილა და ამასთან ერთად, უზრუნველყო მონაწილეთა გადამზადება დებატების წარმართვის ტექნიკაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: დებატების სტრუქტურა და რეგლამენტი; არგუმენტებისა და მტკიცებულებების მოძიება-დამუშავება; საჯარო გამოსვლების ტექნიკა; დებატების ეთიკა და პრინციპები.

2026 წლის 16 თებერვალს პროექტის ფინალი გაიმართა, სადაც შესარჩევ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან  საუკეთესო შედეგის მქონე ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფინალური დებატები გაიმართა თემაზე: „საარჩევნო უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ვიდრე სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება დეზინფორმაციის რისკის პირობებში“.

ფინალში გამარჯვებული მონაწილეები გამოავლინეს მსაჯებმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე; სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი; ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი; სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრმების სამსახურის უფროსი მაია გუდაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ნოდარ ბოკერია. მონაწილეები შეფასდნენ არგუმენტაციის ხარისხის, მტკიცებულებების გამოყენების, დებატების ეთიკის, რეგლამენტის დაცვისა და საჯარო გამოსვლის უნარების მიხედვით.

ფინალის დასასრულს მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ახალგაზრდებს სერტიფიკატები და სამახსოვრო სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

პროექტი „სტუდენტური დებატ-კლუბი 2026“ განხორციელდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის -უწყვეტი განათლებისა და სტუდენტური პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
171819202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia