საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩატარებული საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

28.09.2025
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:

  • 2284 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ხუთი ეტაპი);
  • 767 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი);
  • პენიტენციურ დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამისი პროფილური მიმართულებით გაიარეს (ერთი ეტაპი).

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში. საარჩევნო კომისიის საქმიანობის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ადმინისტრატორების მნიშვნელოვან როლსა და პასუხისმგებლობაზე, რაც უკავშირდება თითოეული ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფას, პროცესზე დაკვირვების ხელმისაწვდომობას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის და პერსონალური მონაცემების დაცვას.

სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა მიიღეს ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. ელექტორატის ინფორმირების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომისიების წევრებმა ასევე მიიღეს დეტალური ინსტრუქტაჟი რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურებზე თანმიმდევრულად მისაცემი განმარტებების შესახებ.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 279-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 6423 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:

  • 4970 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარმართავენ;
  • 1453 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრას ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩაატარებენ.

მასშტაბური სასწავლო პროექტის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა ეტაპების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, ასევე უზრუნველყო საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელება 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისა და კომისიების იურისტებისთვის. დეტალურად იქნა განხილული საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის მეთოდოლოგია, ზედამხედველობის მექანიზმები ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით,  პროფილურად მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელშიც დეტალურად ჩაიშალა საარჩევნო ადმინისტრატორების და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა, ეთიკის სტანდარტები და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული ემსახურება კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას და ცნობიერების განმტკიცებას ამომრჩევლის ინტერესზე ორიენტირებით პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხზე.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები).

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia