სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა ინტენსიური გადამზადება უზრუნველყო.
ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესის სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:
სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში. საარჩევნო კომისიის საქმიანობის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ადმინისტრატორების მნიშვნელოვან როლსა და პასუხისმგებლობაზე, რაც უკავშირდება თითოეული ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფას, პროცესზე დაკვირვების ხელმისაწვდომობას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის და პერსონალური მონაცემების დაცვას.
სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა მიიღეს ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. ელექტორატის ინფორმირების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომისიების წევრებმა ასევე მიიღეს დეტალური ინსტრუქტაჟი რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურებზე თანმიმდევრულად მისაცემი განმარტებების შესახებ.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 279-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 6423 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:
მასშტაბური სასწავლო პროექტის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა ეტაპების მიხედვით ხელმისაწვდომია ბმულზე.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, ასევე უზრუნველყო საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელება 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისა და კომისიების იურისტებისთვის. დეტალურად იქნა განხილული საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის მეთოდოლოგია, ზედამხედველობის მექანიზმები ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე.
ცესკომ და სწავლების ცენტრმა, არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, პროფილურად მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელშიც დეტალურად ჩაიშალა საარჩევნო ადმინისტრატორების და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა, ეთიკის სტანდარტები და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული ემსახურება კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას და ცნობიერების განმტკიცებას ამომრჩევლის ინტერესზე ორიენტირებით პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხზე.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები).